ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა–ბაღში მცირეწლოვანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღეს, 5 მაისს, ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა–ბაღში მცირეწლოვანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა sknews.ge ავრცელებს.

როგორც გამოცემას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტმა, დავით მერაბიშვილმა განუცხადა, დაღუპული 2 წლისაა და ის პროზექტურაშია გადაყვანილი. ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ.

რა გახდა მცირეწლოვანის გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

როგორც "მთავარს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 

[ფოტო: sknews.ge]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი