საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა, დმიტრი ტროფიმოვმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას Tass-ი ავრცელებს.
"ჩემი მოგზაურობა ქართველების ქვეყანაში დასრულდა", - დაწერა ტროფიმოვმა Facebook-ზე.
ტროფიმოვი საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციას 2021 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა, რომ გეგმავს საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციას ხელმძღვანელის შეცვლას. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ განაცხადა, ტროფიმოვის თანამდებობიდან წასვლა დაგეგმილი როტაციაა.