"საქართველო ამერიკის დიდი ხნის მეგობარია. 12 წლის წინ, როცა "ქართული ოცნება" აირჩიეს, მე ვესწრებოდი ამ არჩევნებს, მაგრამ "ქართული ოცნება" იქცა ქართულ კოშმარად... არალეგიტიმურმა "ქართულმა ოცნებამ", რომელსაც ივანიშვილი მართავს, 2024 წლის არჩევნები გააყალბა და მას შემდეგ მასობრივი პროტესტი გრძელდება... "ქართულმა ოცნებამ" საქართველოში სიტყვისა და შეკრების თავისუფლება აკრძალა, მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას იყენებს და სასამართლოს მიერ მომიტინგეების უკანონოდ აპატიმრებს და ბრალს უყენებს...
ამერიკა მხარს უჭერს ქართველ ხალხს და MEGOBARI აქტი ამის გამოვლინებაა. "ქართული ოცნება" სანქცირებული იქნება... რუსეთ-ჩინეთთან თანამშრომლობამ შეარყია საქართველოს სუვერენიტეტი. რაც ხდება, არსებითად რევოლუციაა, სადაც ივანიშვილი, რომელიც პარტიას მართავს, ცდილობს ისინი [ქვეყანა] პუტინთან დააახლოოს".
- განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა, სტივ კოენმა MEGOBARI აქტის წარდგენაზე. [სინქრონული თარგმანი]