"თელასის" ინფორმაციით, სამგორის რაიონის ნაწილს დღეს შუქი გაეთიშება.
შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს:
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ირინა შტენბერგის, ფანასკერტელ-ციციშვილის, ლევან მაჭავარიანის, გახოკიძის, აბაშვილის, კოპცოვის, ნავთლუღის, მესხეთის, ხარაბაძის, ბუკისციხის, ჯიქიას და ტატიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.