"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძეს უჩივლა და მისგან 10 000 ლარს ითხოვს.
როგორც ღამბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, წილოსანი მისგან გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს. საქმე ეხება ლევან ღამბაშიძის გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ფილოსოფოსი წილოსანის მამაზე წერდა. მოგვიანებით ღამბაშიძის პოსტს თვითონ წილოსანიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ ის 65 მილიონის მოპარვის "ცრუ ბრალდებას საჯაროდ არ უარყოფს", სასამართლოში უჩივლებს.
"ბედი ხო არაფერში არ მაქვს. ხალხი რა ბრძოლას და განსაცდელს გადის და როგორი საგმირო პერიოდი უდგას საქართველოს, მე კიდე წილოსანმა მიჩივლა და 10 000 ლარს მთხოვს და კიდე უნდა ვთქვა, რომ მის ოჯახს არ მოუპარავს 65 მილიონი, რასაც ქოცების პროკურატურა ამტკიცებდა 10 წელზე მეტ ხანს. არა და ასე ვიცოდი, რომ მისმა ოჯახმა 65 მილიონი მოიპარა რაღაც ვაგონთმშენებლისაგან. თქვენც ხომ არ გსმენიათ, რომ მის ოჯახს 65 მილიონი ჰქონოდეს მოპარული ვაგონთმშენებლისაგან? თუ რამე იცით, იმის შესახებ, რომ წილოსანის ოჯახს ვაგონთმშენებელი ქარხნის საშუალებით 65 მილიონი აქვს მოპარული, კომენტარებში ჩამიყარეთ, იქნებ გამომადგეს სასამართლოში. ჯერ რაღაცა უნდა ჩავიბარო და მეტი დეტალი მერე მეცოდინება", - წერს ღამბაშიძე.