ვანო ზარდიაშვილი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორად დაინიშნა

გამოქვეყნდა:

ვანო ზარდიაშვილი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორად დაინიშნა.

მანამდე, სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი დავით ტეტუნაშვილი იყო, ის ფინანსურ საკითხებში დირექტორის თანამდებობაზე გააგრძელებს საქმიანობას.

ვანო ზარდიაშვილი 2004-2006 წლებში იყო გენერალური პროკურორის მრჩეველი, 2004 წელს - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანაშემწე.

2007-2010 წლებში ქ. თბილისის მერიაში იკავებდა სხვადასხვა მმართველობით პოზიციას.

2010-2013 წლებში საქმიანობდა სასამართლო სისტემაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციის უფროსის და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობებზე.

2013-2016 წლებში მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის, ხოლო შემდეგ გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილის თანამდებობებზე.

2019-2020 წლებში იკავებდა შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას.

2020 წლიდან 2021 წლამდე იყო სსე-ის მმართველთა საბჭოს წევრი.

2021 წლიდან 2025 წლამდე კი სსე-ის დირექტორად მუშაობდა იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში.

ასევე ვანო ზარდიაშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო "ქართული ოცნებიდან".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი