მოჰყვა თუ არა რაიმე რეაგირება სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის არსებობის საფრთხის შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას. "მთავარი" განცხადებაში დასახელებულ სავაჭრო ცენტრებს კომენტარისთვის დაუკავშირდა.
"ჩვენთან არანაირი ტიპის საინფორმაციო მეილი ან ზარი არ განხორციელებულა, წინა შემთხვევაში ასე იყო. ჩვენც თქვენი მეშვეობით გავიგეთ ამბავი, ინფორმაციის გაგებისთანავე გადავეცით შესაბამის სამსახურებს და ველოდებით ინსტრუქციას".
შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა ევაკუაცია, "გალერია თბილისის" წარმომადგენელი ამბობს, რომ "არა".