8 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გამოქვეყნდა:

კომპანია "თელასის" ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 8 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

  • ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების X, Xა Xბ კვარტლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ჭოჭუას, ხევძმარის და  დუმბაძის ქუჩების მოსახლეობას.

  • საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის  გამზირის (ნაწილობრივ), გოთუას, გაგარინის, შარტავას, ფანჯიკიძის, იოსებიძის,  კანდელაკის, ონიაშვილის და  ბუდაპეშტის ქუჩების  მოსახლეობას.

  • დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის  მასივის III  კვარტლის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის IV კვარტლის (ნაწილობრივ), რობაქიძის  გამზირის და  ბალანჩინის ქუჩის მოსახლეობას.

  • გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, III, IV, V, VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის  ხევის დასახლების, ლესელიძის,  ხიზანიშვილის, ხერგიანის,  ვეკუას,  მამკოდის, შენგელაიას,  მორეტის და  ქურდაძის ქუჩების მოსახლეობას. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი