8 მაისს თბილისის რამდენიმე რაიონს წყალი შეუწყდება

გამოქვეყნდა:

კომპანია GWP-ის ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების გამო თბილისის რამდენიმე რაიონს წყალმომარაგება შეეზღუდება.

კერძოდ,  8 მაისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, ა.ყაზბეგის გამზ. N12ბ-თან ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 8 მაისს,  დილის 11:00 საათიდან  18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში:

ალ. ყაზბეგის გამზ. N2-N24 (ლუწები), ანა ანტონოვსკაიას, ჯანო ბაგრატიონის ქუჩებს თამარაშვილის N15ა.

საბურთალოს რაიონში, მ.კოსტავას ქ. N72-თან ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე ტექნიკურ სამუშაოების გამო აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 8 მაისს,  დილის 11:00 საათიდან  18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში:

პეკინის II კვარტალს, კოსტანტინე გამსახურდიას გამზ., არჩილ სულაკაურის და იყალთოს ქუჩებს.

ვაკის რაიონში,  ნუცუბიძის პლ. III მ/რ, II კვ. N8-თან  წყალმომარაგების ქსელზე ტექნიკური სამუშაოების გამო აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 8 მაისს 23:00 საათიდან 9 მაისის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში:

შალვა ნუცუბიძის პლ. III მ/რ (კვარტლებით), რამაზ ჩხიკვაძის, ზ. მუზაშვილის და დათუაშვილის ქუჩებს.

მთაწმინდის რაიონში, შიო მღვიმელის ქ. N8-თან  წყალმომარაგების ქსელზე ტექნიკური სამუშაოების გამო აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 8 მაისს დილის 11:00 საათიდან 8 მაისის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდის რაიონში:

შიო მღვიმელის ქუჩას

GWP გლდანის რაიონში, სოფ.გიორგიწმინდაში ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 8 მაისს,  დილის 10:00 საათიდან  18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანის რაიონში:

სოფ. გიორგიწმინდაში: კანდელაკის, ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას აღმაშენებლის N 50-103 და აღმაშენებლის 2 და 5 შესახვევს.

ისნის რაიონში,  დიდგორის და წულაძის ქუჩების კვეთაზე  წყალმომარაგების ქსელზე ტექნიკური სამუშაოები გამო, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 8 მაისს 22:00 საათიდან 9 მაისის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში:

სოლომონ დოდაშვილის, წულაძის, ლერწმის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. N1,2,3,4,5, (იგივე ჩოლოყაშვილის მე-2 კვარტალი) ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. N 56, 58, ბერი გაბრიელ სალოსის 1, 2, 3 შესახვევს, ბერი გაბრიელ სალოსის 2 და 3 ჩიხს, შალვა დოლიძის, ზურა ქუქჩიშვილის (ივანე როსტომაშვილის), ჩოხელის, ქობელაშვილის, ბაქარაშვილის (თეთრიწყაროს შესახვევი), თეთრიწყაროს, ციხისძირის N 3, 5, 7, ბოგდან ხმელნიცკის N 1-57 (კენტებს), N 2-48 (ლუწებს), ნავთლუღის N10, დირსის დასახლებას, ნადირაშვილის, დიდგორის N 1-12, მამუკას შესახვევს, რუსუდანის შესახვევს, ივლეთის და ნარგიზის ქუჩებს, ნარგიზის ჩიხს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი