"ევროპის დღეს ყოველწლიურად 9 მაისს აღვნიშნავთ. 75 წლის შემდეგ, ევროპის დღე 1950 წელს რობერტ შუმანის დეკლარაციით დაწყებული ევროპული პერსპექტივის საოცარ წარმატებას ადასტურებს. ევროკავშირმა ჩვენს 27 წევრ სახელმწიფოს მშვიდობა, დემოკრატია და კეთილდღეობა მოუტანა. ევროპის დღეს ჩვენს საერთო ისტორიაზე ვფიქრობთ და ველოდებით მომავალს, რომელიც საქართველოსთან ერთად გვინდა შევქმნათ. ევროკავშირის მხარდაჭერა ყველა სფეროს მოიცავს, საქართველოს ყველა მოქალაქეზე ვრცელდება და მათი ცხოვრების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. გულითადად გეპატიჟებით, მობრძანდით და გაიგეთ ჩვენი მხარდაჭერის შესახებ; გავატაროთ ევროპის დღე "ექსპო ჯორჯიაში" 9 მაისს თქვენს ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად და აღვნიშნოთ ის, რაც ყველას გვაერთიანებს. ერთად გავატაროთ ევროპის დღე!".
- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ვიდეო მიმართვაში.