ბელარუსი აქტივისტი, დმიტრი გრინკევიჩი, საქართველოში არ შემოუშვეს. ინფორმაციას ბელარუსული ოპოზიციური მედია უფლებადამცველ რომან კისლიაკზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც 2021 წლიდან საქართველოში ცხოვრობს და თავშესაფრის მიღებას ელოდება.
ამ დროისთვის გრინკევიჩისთვის ქვეყანაში შემოშვებაზე უარის თქმის მიზეზი უცნობია. კისლიაკის ინფორმაციით, გრინკევიჩი აჭარაში ბელარუსული დიასპორის აქტიური წევრი იყო.