უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, თარბეი (თაბო) არქანია დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ახლობლები ადასტურებენ.
ახლობლის ინფორმაციით, 34 წლის თაბო არქანია 5 მაისს დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკთან დაიღუპა.
თაბო არქანია უკრაინაში ცხოვრობდა, ის აფხაზეთიდან იყო დევნილი. მას 10 მაისს ქალაქ ოდესაში დაკრძალავენ.