აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ "რადიო თავისუფლების" (RFE/RL) დაფინანსების შეჩერება გააუქმა. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს "რადიო თავისუფლებას" კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხა მიიღოს, რომელიც მას მომდევნო კვირებში საქმიანობის გასაგრძელებლად სჭირდება.
ამ გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ იმავე სასამართლოს სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის მიერ რამდენიმე საათით ადრე მიღებული გადაწყვეტილება შეაჩერა.
"რადიო თავისუფლების" ცნობით, ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 7 მაისს გვიან ღამით მიიღო აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლოს სრულმა შემადგენლობამ - 11 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ, „ადმინისტრაციული შეჩერება“ დააწესა კოლეგიის გადაწყვეტილებაზე, შეეჩერებინა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ საქმეზე, სადაც რადიო თავისუფლება მის ზედამხედველს, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) უპირისპირდება.