არსებული ინფორმაციით, მარნეულში, თხრილში 2 მუშა ჩავარდა | ერთი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

უბედური შემთხვევა მარნეულში - არსებული ინფორმაციით, თხრილში დღეს ორი მუშა ჩავარდა. ერთი დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში გადაიყვანეს. 

ადგილობრივი გამოცემა Aktual.ge-ს ცნობით, შემთხვევა კანალიზაციის სისტემის მონტაჟის დროს მოხდა. სამუშაოებს კომპანია China Group აწარმოებს და მუშებიც სწორედ ამ კომპანიის თანამშრომლები არიან. 

როგორც შსს-დან "მთავარის" ვებგვერდს აცნობეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

[ფოტო: ჯეიჰუნ მუჰამედალი] 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი