ევროპული მარშის მონაწილეები უკვე ევროპის მოედანზე არიან, სადაც მოწყობილია სცენა და მიმდინარეობს სიტყვით გამოსვლები. დასაწყისში კი სინდისის პატიმრების სრული სია წაიკითხეს და ამით მხარდაჭერა გამოუცხადეს მათაც და მათი ოჯახის წევრებსაც, რომლებიც აქციაზე იმყოფებიან - "ძირს ბიძინას რეჟიმი", "თავისუფლება პოლიტპატიმრებს", "ბოლომდე", "ცეცხლი ოლიგარქიას" - სკანდირებენ ევროპის მოედანზე შეკრებილები.
თბილისის 5 სხვადასხვა ადგილიდან დღეს, 9 მაისს, ევროპის დღეს, მარშები მოეწყო, რომელიც ევროპის მოედანზე გაერთიანდა.