10მაისს, შაბათს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დღის მეორე ნახევრიდან ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +26, +31°; მთაში დღისით +24, +29°; მაღალმთაში დღისით +20, +25°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +25, +30°; მთაში დღისით +23, +28°; მაღალმთაში დღისით +20, +25°.