ბათუმი-სარფის შემოვლით გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნდა:
ბათუმი-სარფის შემოვლით გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ახალსოფლის მიმდებარე მონაკვეთზე მოხდა - ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ერთი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა, ერთი დაშავებული კი ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.