სავარაუდოდ, ძლიერი ქარის გამო, ბათუმის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
შუქი არ არის მათ შორის: ჭავჭავაძის, ფიროსმანის, რუსთაველის, ფარნავაზ მეფის, გორგილაძის, გენერალ ასლან აბაშიძის, მამია ვარშანიძის, თაყაიშვილის, ვაჟა-ფშაველას და გოგოლის ქუჩებზე.
ენერგო პრო ჯორჯიას ცხელ ხაზზე ამბობენ, რომ ეს ავარიული გათიშვაა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
უამინდობის მიზეზითვე, ბათუმის აეროპორტში სტამბოლი-ბათუმის რეისი ვერ ჯდება. Flight Radar-ზე ჩანს, რომ თვითმფრინავმა ზღვის თავზე რამდენიმე წრე დაარტყა, თუმცა, დაჯდომა ვერ მოახერხა.
გორგილაძის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა.