"მადლობა მეგობარს" - ამ სახელწოდებით თბილისში 14 საათიდან "მეტროს პროტესტი", 15-დან კი ერთობის მარში ეწყობა.
მეტრო ახმეტელიდან მსვლელობის მონაწილეები აშშ-ის საელჩოსთან მივლენ და მადლობას გადაუხდიან შტატებს მეგობრობის, პარტნიორობისა და განგრძობადი მხარდაჭერისთვის.
შეკრება ჯამში სამ ადგილას - მეტრო „დელისთან“, მეტრო „სადგურის მოედანთან“ და მეტრო „ავლაბართან“ დაიწყო. ამის შემდეგ, ყველა ჯგუფი მეტროთი მარშის საწყის ლოკაციაზე - მეტრო „ახმეტელთან“ მივიდა.
შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 6 მაისს MEGOBARI აქტს მხარი დაუჭირა. 7 მაისს კი დოკუმენტმა სენატში გადაინაცვლა.