დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ბადრა გუნბას თქმით, საქართველოს პოლიტიკური ელიტა უნდა შეეგუოს "აფხაზეთის დამოუკიდებლობას". ამის შესახებ მან პროპაგანდისტულ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
"საქართველოს პოლიტიკური ელიტა უნდა შეეგუოს რეალობას, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა," - აღნიშნა გუნბამ.
მისივე მტკიცებით, "თბილისთან დიალოგი მხოლოდ ერთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი - თუ ისინი აფხაზეთის სუვერენიტეტს აღიარებენ და ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებას ხელს მოაწერენ".