თბილისში, ორ უცხოელ გოგოს თავს დაესხნენ. მომხდარის შესახებ ერთ-ერთი დაშავებული სოციალურ ქსელში წერს და შესაბამის ფოტო მასალასაც აქვეყნებს.
როგორც გოგო წერს, თავდასხმა 7 მაისს მაშინ მოხდა, როდესაც ის მეგობართან ერთად ლისის ტბიდან სოფელ დიღმისკენ მიემართებოდა. გოგოს თქმით, მოძალადეებს ეგონათ, რომ მათ ნარკოტიკი ჰქონდათ.
"საცხოვრებელ კორპუსებს თითქმის მივუახლოვდით, როდესაც სამი კაცი დაგვესხა თავს. თავდამსხმელების თქმით, მათი მოტივი შემდეგი იყო: ეგონათ, რომ სამალავიდან ნარკოტიკები გვქონდა, რომელთა გამოყენებაც შეეძლოთ. ამას მოჰყვა ჩვენი ცხოვრების ყველაზე საშინელი 15 წუთი. გამოგვედევნენ, გვირტყამდნენ ფეხებით თავსა და სხეულის სხვა ნაწილებში. ერთ-ერთი ჩვენგანი კლდიდან გადავარდა... ჩვენ ამოვიცანით თავდამსხმელები მანქანების ნომრებით - პოლიციას ისინი იდენტიფიცირებული ჰყავთ", - წერს ერთ-ერთი დაშავებული.
"მთავარი არხის" ვებგვერდი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში განგვიცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 178-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ძარცვას გულისხმობს. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.