სტიქიამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა | დაიტბორა რამდენიმე სახლის პირველი სართული

გამოქვეყნდა:

სტიქიამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა. სოფელ მატანსა და ჩაჩხრიალოში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და ვენახები დააზიანა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სტიქიას თან ახლდა ქარი და წვიმა, რის შედეგადაც განადგურდა ერთწლიანი კულტურა და ნარგავები. ადიდებული მდინარიდან გადმოსული წყალი კი სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და ეზოები დატბორა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსი ფიცხელაურის განმარტებით, რამდენი პროცენტით არის განადგურებული ვენახები, მას შემდეგ გაირკვევა, რაც შესაბამისი სამსახურები ზარალის ზუსტ ოდენობას დაითვლიან.

გიშინდელმა სტიქიამ კი კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი