"ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გაფუჭებული, ამ ეტაპამდე არაა გამოსწორებული - ღია წერილი ემსახურება კიდევ ერთხელ საჯაროდ განცხადებას, რომ საქართველო რჩება აშშ-ის ერთგული პარტნიორი" | წილოსანი

გამოქვეყნდა:

"ღიად არის გაცხადებული უსამართლობის გამოხატულებები, რომელიც საქართველოსთან დამოკიდებულებაში ხდება, მათ შორის ბოლო დროს განვითარებული პროცესები. ვგულისხმობ ირონიულად "მეგობრობის აქტად" წოდებული ყველანაირად მტრული განწყობებით გამსჭვალულ აქტს, რომელიც, სამწუხაროდ, ამერიკის კონგრესმა მიიღო. ამავდროულად, არის სურვილი, რომ საბოლოო ჯამში, დაძლეული იყოს გავლენები, რომლებიც გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებს წარმართავს. ვხედავთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გაფუჭებული, დაშავებული, მათ შორის უსამართლოდ გადადგმული ნაბიჯები, სამწუხაროდ, ამ ეტაპამდე, ამ რეალობაშიც არ არის გამოსწორებული. ამიტომ ღია წერილი ემსახურება კიდევ ერთხელ საჯაროდ, ხმამაღლა განცხადებას, რომ საქართველო რჩება აშშ-ის ერთგული პარტნიორი, თუმცა მოველით სამართლიან დამოკიდებულებას". 

- განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი