"[წერილში] ჩანს სრული სასოწარკვეთილება ხელისუფლების. ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა, ვერც ვერაფერს დაალაგებს" | ზურაბიშვილი კობახიძის ღია წერილზე

გამოქვეყნდა:

"ეს არის პირველ რიგში სამარცხვინო იმიტომ, რომ აქ დაცული არ არის არცერთ არც პროტოკოლური, არც მეგობრული ურთიერთობების არანაირი ნიშანი აღარ გააჩნია ამ წერილს. არ ვიცი ვინ დაუწერა, არ ვიცი რა განწყობით დაიწერა ეს წერილი, მაგრამ რაც ჩანს ის არის, რასაც ჩვენ უნდა ვხედავდეთ და რასაც უნდა ვუყურებდეთ, ჩანს აქ სრული სასოწარკვეთილება ხელისუფლების. პირველი შედეგი არის იმისი, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა, ვერც ვერაფერს დაალაგებს. ვერც MEGOBARI აქტის შედეგებს ვერ დაალაგებს და ცხადია, რომ უკვე დიდი ნერვიულობაა "ქართული ოცნების" წრეში..."

- ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა და ირაკლი კობახიძის ღია წერილს გამოეხმაურა, რომელიც მან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვანსს გაუგზავნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი