"ჰეროინი" და "გამომშრალი მარიხუანა" | ნარკოტიკის შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ა.ს. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" და "გამომშრალი მარიხუანა" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და 19-260-ე ტერცია მუხლის მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი