"მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ქმედებები და გადაწყვეტილებები, კანონები იქნა მიღებული, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებსა და ამის შესახებ არაერთხელ ითქვა ლიდერების მიმართ. ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს, ნუ გააკეთებთ ამას - დაგვიახლოვდით და ნუ დაგვშორდებით. სამწუხაროდ, ჩვენი მოწოდებების იგნორირება მოახდინეს, უარესი - დაშინება, ძალადობა, სისასტიკე და დაუსჯელობა იმ ადამიანების, რომლებმაც სცემეს ხალხი ქუჩებში.
სწორედ ამიტომ, ევროკავშირი ცდილობს სანქციების დაწესებას იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ძალადობაზე. თუმცა, სანქციების დასაწესებლად ევროკავშირის დონეზე გვჭირდება 27-ვე წევრის თანხმობა. ამ ეტაპზე არ გვაქვს ეს თანხმობა, არიან ქვეყნები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან. სწორედ ამიტომ, წევრებმა გადაწყვიტეს ორმხრივი სანქციები - უფრო და უფრო მეტი ქვეყანა აწესებს სანქციებს ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ".
- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ. [ფორმულას თარგმანი]