ზუგდიდში ავტომობილი 3 არასრულწლოვანს დაეჯახა | ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში კომბინატის დასახლებაში,  თამარ მეფის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.  VITO-ს ტიპის მიკროავტობუსი ტროტუარზე მიმავალ 3 არასრულწლოვანს დაეჯახა.  14-15 წლის მოზარდები სხვადასხვა დაზიანებებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილი გადაკეტილია, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. "მთავარის" ინფორმაციით, მძღოლი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი, ალკოჰოლურ და ნარკოტიკულ თრობაზე შესამოწმებლად.

მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება 276 მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


ფოტო: ოდიში ტვ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი