მტკვარში სამძებრო სამუშაოებისას 1-ელ აპრილს დაკარგული აიტაჯ მამედოვას ცხედარი იპოვეს

გამოქვეყნდა:

დღეს თბილისში, მტკვარში ჩავარდნილი ავტომობილის მგზავრების სამძებრო-სამაშველო ოპერაციისას უცნობი ცხედარი აღმოაჩინეს.

24News.ge-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ნაპოვნი ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. არსებული მონაცემებით, ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ცხედარი ეკუთვნის გარდაბნელ, 21 წლის აიტაჯ მამედოვას, რომელიც მტკვარში მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან 1-ელ აპრილს გადავარდა.

შეგახსენებთ, რომ აითაჯ მამედოვას პოვნას ოჯახი საკუთარი ძალებით 1-ელი აპრილის შემდეგ ცდილობდა

მტკვარში სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის თანამშრომლები, უკვე თითქმის 24 საათია, მდინარეში გადავარდნილი მანქანის მგზავრებს ეძებენ

იხილეთ ასევე
ოჯახი მტკვარში  21 წლის გოგოს ეძებს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი