ზუგდიდში, ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდებიდან ერთი ხელოვნურ კომაშია, მეორეს კი თავზე ოპერაციას უტარებენ

გამოქვეყნდა:

14 წლის მოზარდის მდგომარეობა დამძიმდა, მას კვლევის შედეგად თავის ტვინში აღმოუჩნდა დიდი ზომის ჰემატომა, რის შემდეგაც ის სასწრაფო ნეიროქირურგიულ ოპერაციაზე შეიყვანეს.

მეორე 15 წლის მოზარდი რომელიც ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა, სასწრაფო დახმარების ბრიგადას ქუთაისში გადაჰყავს, რადგან ზუგდიდში არაა რეანიმაციის ბავშვთა განყოფილება.  ოპერაციის შემდგომ მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ იგეგმება 14 წლის მოზარდის გადაყვანაც.

მესამე მოზარდის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, მას მუცლის ღრუს დაზიანებები და კიდურების მოტეხილობა აღენიშნება, თუმცა მას ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა და ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში რჩება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ზუგდიდში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში, “ვიტოს” ტიპის მიკროავტობუსი სამ მოზარდს დაეჯახა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი