თბილისის ნაწილს 15 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გამოქვეყნდა:

კომპანია თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის ნაწილს 15 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

  • ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის  დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის, მეტრო „ნაძალადევი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ცოტნე დადიანის, ქავთარაძის და რჩეულიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

  • ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შატბერაშვილის, კეკელიძის, ჟვანიას, მარაბდის, შროშის, შენგელაიას, ღოღობერიძის, მარუხის გმირთა, ჯანაშვილის, ქუთათელაძის, მცხეთის, ქობულეთის, ბურკიაშვილის, ბაზალეთის, ნაფარეულის, ბარნოვის, ფალიაშვილის, აბაშიძის, ერისთავის და თაქთაქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.  

  • საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), იოსელიანის, მინდელის, საბურთალოს, ალექსიძის, მარიჯანის, ნადირაძის, ჯიქიას, ანაკლიის, ანჯაფარიძის, სანდრო ეულის, შავიშვილის, ქავთარაძის, უნივერსიტეტის, მამასახლისოვის, დანელიას, სურგულაძის, პოლიტკოვსკაიას, ფხაკაძის და წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩების მოსახლეობას. 

  • მთაწმინდის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიტაძის,  ბესიკის, არსენას, ინგოროყვას, კრავეიშვილის, უკლებას, მესხის, კოტეტიშვილის, მთაწმინდის, ყიფიანის, ჭონქაძის, მოსიძის, ბერიძის, ვეძინის და ძმები ზუბალაშვილების   ქუჩების მოსახლეობას.  

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი