"მთავარის" ინფორმაციით, თბილისის ვიცემერის თანამდებობაზე, ლევან ჟორჟოლიანის კანდიდატურა განიხილება.
მანამდე, ჟორჟოლიანი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო, ასევე თბილისის საკრებულოს წევრი 2017 წლიდან.
ცნობისთვის, თბილისის ვიცემერის თანამდებობას 2017 წლიდან ირაკლი ხმალაძე იკავებდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ ის "ოცნების" იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.