15-29 წლის ახალგაზრდების 24.1% არ სწავლობს და არც დასაქმებული არაა | საქსტატი

გამოქვეყნდა:

საქსტატის მონაცემების თანახმად ქვეყნის მასშტაბით, 15-29 წლის ახალგაზრდების 24.1% არ სწავლობს, არ არის დასაქმებული და არ გადის ტრენინგებს. წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 2%-ით შემცირდა.

რაც შეეხება უმუშევრობის დონეს, საქსტატის განცხადებით, 2024 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2023 წელთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.9% შეადგინა.

დასაქმებული 1 402 500 ადამიანიდან 960 400 დაქირავებული მუშაკია, 44 300 დამქირავებელი, დამოუკიდებელი მუშაკის სტატუსი აქვს 312 600-ს, ოჯახურ საწარმოში/მეურნეობაში დამხმარეა 84 400.

2024 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი იმერეთში, ქვემო ქართლსა და გურიაში იყო. საქსტატის მონაცემების თანახმად რეგიონების მიხედვით უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებელი შემდეგია

  • იმერეთი 17.3 %
  • ქვემო ქართლი 16.7%
  • გურია 16%
  • თბილისი 14.9%
  • შიდა ქართლი 14.3%
  • მცხეთა-მთიანეთი 13.6%
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 11.6%
  • აჭარის ა.რ 11.3%
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი 10.5%
  • კახეთი 10.2%
  • სამცხე-ჯავახეთი 7.7%


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი