"საკურა არ არის, დეკორატიული ტყემლის ხეებია... მერიას არაფერი გადაუხდია" | ჩხოროწყუს მერი

გამოქვეყნდა:

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჩხოროწყუში დარგული მცენარეები, საკურას ნაცვლად ტყემლის ხეები აღმოჩნდა, ჩხოროწყუს მერი დავით გოგუა  bm.ge-სთან გამოეხმაურა. მისი თქმით, მათ თავიდანვე იცოდნენ რომ ხეები დეკორატიული ტყემალი იყო და არა საკურა.

"საკურა არ არის. დეკორატიული ტყემლის ხეებია. ესენი არის დარგული არა მხოლოდ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, არამედ მთელს საქართველოში და არა მარტო. იგივე ესპანეთში და სხვა ქვეყნებშიც. ეს არის, ასე რომ ვთქვათ, დეკორატიული მცენარე. საკურას ხეივანი როგორ ერქმევა, როცა საკურა არ არის? ხეივანი საერთოდ არ ჰქვია, არ არის ხეივანი. მერიას ამაში არცერთი თეთრი არ გადაუხდია, იმიტომ რომ არ იყო მუნიციპალური პროექტი. რაც შეეხება საკურას ხეებს, ნამდვილად დგას საკურას 4 ხე. ოღონდ ეს არის მერიის გვერდით" - განაცხადა დავით გოგუამ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი