ყაველაშვილის ადმინისტრაცია 6500 შეკვრა ქაღალდის ხელსახოცის შეძენას გეგმავს

გამოქვეყნდა:

ყაველაშვილის ადმინისტრაცია 6500 შეკვრა ქაღალდის ხელსახოცისთვის 14 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. ტენდერში წინადადებების მიღება 25 მაისს დაიწყება და 27 მაისს დასრულდება.

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 25 დეკემბრის ჩათვლითაა. ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

ტექნიკურ დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ ქაღალდის ხელსახოცი უნდა იყოს მექანიკური დისპენსერისთვის - დაჭრილი, დაკეცილი Z ფორმით, არანაკლებ ორშრიანი, რბილი, 100% ცელულოზა, სითხის შემწოვი, ზომა გაშლილ მდგომარეობაში - 21სმ./21სმ. შეკვრაში არანაკლებ 250 ცალი. (შესაბამისი ყუთით).

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი