როგორი ამინდი იქნება 16 მაისს საქართველოში | სინოპტიკოსების პროგნოზი

გამოქვეყნდა:

16 მაისს, პარასკევს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

meteo.gov.ge-ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს.  მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.  ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით  +22, +27°;   მთაში დღისით +19, +24°; მაღალმთაში დღისით +13, +18°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით მაღალმთაში ზოგან თოვლჭყაპი,  ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +20, +25°;  მთაში დღისით +18, +23°;  მაღალმთაში დღისით +8, +13°, ზოგან  +18°-მდე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი