ყაზბეგის საბაჟოზე გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი 56 კუ და 13 თუთიყუში აღმოაჩინეს | შემოსავლები

გამოქვეყნდა:

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა "ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი 56 ცალი კუ და 13 ცალი თუთიყუში აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 11 000 ლარი შეადგინა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეს სანქციის სახით, ჩამოერთვა აღნიშნული საქონელი და საჩუქრად თბილისის ზოოპარკს გადაეცა

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,ყაზბეგის” საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, მისაბმელსა და სალონში მოწყობილ სათავსოებში, მალულად განთავსებული, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი 56 ცალი ცოცხალი კუ და 13 ცალი თუთიყუში აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 11 000 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, სამართალდამრღვევი პირი დაჯარიმდა საქონლის საბაჟო ღირებულების 100 % ოდენობით - 11 000 ლარით. ამასთან უცხო ქვეყნის მოქალაქეს სანქციის სახით, ჩამოერთვა აღნიშნული საქონელი და საჩუქრად თბილისის ზოოპარკს გადაეცა," - წერია განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი