"გამომივარდა ქოცი ბიზნესმენი და გინება დამიწყო..." | ლონდონში, საინვესტიციო ფორუმზე საელჩომ "ოცნების" კრიტიკოსები არ დაუშვა

გამოქვეყნდა:

ლონდონში, საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ საინვესტიციო ფორუმზე, "ოცნების" კრიტიკოსები არ დაუშვეს. მათ შორის, მოძრაობა "თავისუფლების მოედნის" წევრი დავით ჯინჭარაძე.

მას ლევან დავითაშვილისთვის კრიტიკული კითხვების დასმა სურდა, თუმცა დიპლომატიური უწყებიდან აცნობეს, რომ შეხვედრას ვერ დაესწრებოდა. ამის გამო, ლონდონის საფონდო ბირჟასთან, შენობის გარე პერიმეტრზე აქცია მიმდინარეობს.

ჯინჭარაძემ სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ოცნებასთან " დაახლოებულმა ბიზნესმენმა ლაშა იორდანაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა:

"გამომივარდა ქოცი ბიზნესმენი და გინება დამიწყო, ლამისაა ტიპი ხელით შემეხო. შუა ლონდონში, შუა ინგლისშიც არ ერიდებათ ამ რუსის მონებს დაპირისპირებებზე გადმოსვლა!...

აი ამ კაცმა გვაგინა და ლამისაა ხელებით წამოვიდა ჩვენკენ. პროტესტის მონაწილე ქალიც აგინა. კომპანია Peri-ს წარმომადგენელი, თუ დირექტორი - ლაშა იორდანაშვილი" წერს ჯინჭარაძე და იორდანაშვილის ფოტოს ავრცელებს.

ჯინჭარაძის ცნობითვე, "ოცნების" მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფორუმზე  ჩუმად, უკანა შესასვლელიდან შეიპარა.

"პუტინის მონებო" - ასე შეაცილეს ლონდონში მცხოვრებმა ქართველებმა, რომლებსაც ხელში აქციებზე დასახიჩრებული მოქალაქეების ფოტოები უჭირავთ, საელჩოს წარმომადგენლები. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი