თბილისის მერიის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-თან მდებარე ავარიული კორპუსის იატაკის ჩამონგრევის შემდეგ, არსებობს შენობის ფასადის ჩამოშლის საფრთხე, რის გამოც, მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება კვლავ შეზღუდულია.
"სპეციალისტებისგან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შესაძლო ვიბრაციების გამოწვევის გამო, მისამართზე აიკრძალა, როგორც მძიმე ტექნიკის, ისე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება. მომხდარის გამო დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე მიმართულებით, საექსპერტო კვლევა მიმდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, მისამართზე დაიგეგმება საჭირო სადემონტაჟო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები", - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
ამავე თემაზე:
თბილისში, დადიანის ქუჩაზე სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი სართულის იატაკი ჩაინგრა