რუსეთში 40 წელს გადაცილებულ უშვილო კაცებს, შესაძლოა გადასახადი დაუწესონ. ინიციატივით ტელეწამყვანი და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი ანდრეი ტკაჩევი გამოვიდა.
დეკანოზმა ანდრეი ტკაჩევმა განაცხადა, რომ 40 წელს გადაცილებული უშვილო მამაკაცები უნდა დაიბეგრონ, რათა მათი ცხოვრების წესი "სტიგმატიზირებული" იყოს.
"უშვილობის გადასახადი მაღალი არ უნდა იყოს. სიმბოლური უნდა იყოს, რათა სტიგმატიზაცია განიცადონ - ორმოცი წლისაა და უშვილო," - განაცხადა ტკაჩევმა.
მისი თქმით, ორმოც წელს გადაცილებული ბევრი მამაკაცი "პარაზიტული ცხოვრებით" ცხოვრობს - ოჯახის, შვილებისა და ვალდებულებების გარეშე. ამის გამართლება მხოლოდ "ავადმყოფობით ან კასტრაციით" შეიძლება.