"ჩვენ გხედავთ" | ერთობის მარშის მონაწილეები მეტრო "სამედიცინოსთან" იკრიბებიან

გამოქვეყნდა:

"ჩვენ გხედავთ" - ამ სახელწოდებით ერთობის მარში დღეს საბურთალოზეა დაგეგმილი. საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები უკვე იკრიბებიან მეტრო "სამედიცინოსთან", საიდანაც ისინი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, შემდეგ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობებთან გადაინაცვლებენ.

დღევანდელი აქციის მონაწილეები პოლიციელების მიერ ჩადენილ იმ ძალადობრივ შემთხვევებს გააპროტესტებენ, რომლებიც ამ დრომდე გამოუძიებელია. 

მარშში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებიც. 

"ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს სამასზე მეტი მოქალაქე ცემეს, აწამეს და დაატყვევეს თავისუფლების, განვითარების, უკეთესი მომავლისადმი სწრაფვის გამო. საპოლიციო ძალები, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სუსი არა მხოლოდ უმოქმედო, არამედ თანამზრახველიცაა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის სპეცოპერაციაში.
რეჟიმის მიზანი საქართველოს დაცლა და დასუსტებაა. ჩვენი მიზანი - საქართველოს გაძლიერება და განვითარებაა."

მთავარი მოთხოვნები უცვლელია - გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა და გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი