ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში | არსებული ინფორმაციით, დაშავდა 2 მოზარდი

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - ადგილობრივი მედია "ინფო იმერეთის" ცნობით, ბალახვანში, დავით აღმაშენებლის ძეგლთან ავტომობილი ელექტრობოძს შეეჯახა. მედიის ინფორმაციით, მანქანაში სამი მოზარდი იმყოფებოდა, მათგან ორი კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, ასევე სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი