"ჩვენ გხედავთ" - ამ სახელწოდებით დღეს, თბილისში ერთობის მარში გაიმართა. მოქალაქეები მეტრო "სამედიცინოსთან" შეიკრიბნენ, საიდანაც ჯერ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, შემდეგ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან გადაინაცვლეს.
დღევანდელი აქციის მონაწილეებმა პოლიციელების მიერ ჩადენილი ის ძალადობრივი შემთხვევები გააპროტესტეს, რომლებიც ამ დრომდე გამოუძიებელია. ერთობის მარშს პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ.
ისინი ვაჟა-ფშაველას გამზირიდან რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.