რუსთაველის გამზირი პროტესტის 172-ე დღესაც გადაიკეტა

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირი პროტესტის 172-ე დღესაც გადაიკეტა. მოქალაქეები პარლამენტის წინ იკრიბებიან, მათ დღევანდელი ერთობის მარშის მონაწილეები შეუერთდნენ. 

მთავარი მოთხოვნები უცვლელია - გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა და გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები.  

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისში ერთობის მარში "ჩვენ გხედავთ" გაიმართა. მოქალაქეები მეტრო "სამედიცინოსთან" შეიკრიბნენ, საიდანაც ჯერ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, შემდეგ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან გადაინაცვლეს.

[ფოტო: MOSE]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი