"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, თბილისში 881 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
როგორც კომპანიაში ამბობენ, გაზის მიწოდება ჩუღურეთის, კრწანისისა და გლდანის აბონენტებს 19 მაისის 15:00 საათიდან აღუდგებათ.
ხოლო დიღომში გაზის მიწოდება 19 მაისის 21:00 საათიდან აღდგება.