ევროკომისიამ "ევროპის ეკონომიკური პროგნოზის" შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის საუბარი.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში ბიზნესის ნდობა 2025 წლის პირველ კვარტალში მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ არეულობას ასახავს.
"სუფთა ექსპორტის წვლილი ეკონომიკურ ზრდაში, სავარაუდოდ, კვლავ უარყოფითი დარჩება, თუმცა უფრო დაბალი, ვიდრე 2024 წელს, რადგან ძლიერი მოხმარებითა და ინვესტიციებით გამოწვეულ საქონლის იმპორტზე მოთხოვნა, როგორც მოსალოდნელია, გადააჭარბებს ტურიზმისა და სხვა მომსახურებების ექსპორტის ზრდით მიღებულ დადებით წვლილს. პროგნოზს ახლავს განსაკუთრებულად მაღალი გაურკვევლობა შიდა პოლიტიკური მოვლენებისა და რეგიონში გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბიზნესისა და მომხმარებელთა განწყობაზე", - ნათქვამია ანგარიშში.
სრული ანგარიშის სანახავად გადადით ბმულზე.