"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, თბილისში 285 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
როგორც კომპანიაში ამბობენ, გაზის მიწოდება დიღმის, დიდუბის, წყნეთისა და ნაძალადევის აბონენტებს დღეს 14:00 საათამდე, ეტაპობრივად აღუდგებათ.
აღნიშნული რაიონების ნაწილს გაზი გუშინდელი დღის მერე არ აქვს.