გორში, კომბინატის დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

გამოქვეყნდა:

ხანძარი გორში - ცეცხლი კომბინატის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე დღეს დილით გაჩნდა. ადგილობრივების ცნობით, ხანძარი იმ ბინაში გაჩნდა, სადაც ხანდაზმული ადამიანები ცხოვრობენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

არსებული ინფორმაციით, დაიწვა 2 ოთახი და ნივთები. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მეხანძრე-მაშველები და სამართალდამცველები. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება სწავლობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი