სასტუმრო სკოლის ნაცვლად | ორბელიანების სასახლესთან "ოცნების" მსხვილი შემომწირველები სასტუმროს აშენებენ

გამოქვეყნდა:

ორბელიანების სასახლის გვერდით, 68-ე სკოლის ყოფილი შენობის ადგილზე, სასტუმრო შენდება.  საპროექტო დავალების მიხედვით, შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია,  შენობის ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შენარჩუნებული უნდა იყოს არსებული შენობის ფასადი და და შიდა კიბის რკინის კონსტრუქციები. შენობა მიწის ზემოთ 5, მიწის ქვემოთ კი 3 სართული იქნება. სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოებზე თანხმობა 2022 წელს მიიღეს და ვადად 3 წელი იყო მითითებული, თუმცა ახალი შენობა ჯერ არ აშენებულა, ძველისგან კი მხოლოდ ფასადია დარჩენილი.

2095 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების მესაკუთრე შპს "სტ ლოჯიკ"-ია, რომლის მეწილეებიც "ოცნებასთან" დაახლოებული და "ოცნების" შემომწირველი ბიზნესმენები არიან.

შპს "სტ ლოჯიკ"-თან დაკავშირებულ პირებს "ოცნებისთვის" ბოლო 9 წლის განმავლობაში 480 000 ლარი აქვთ შეწირული. მისი ერთ-ერთი მეწილე ალექსი მოდებაძე კი იმ ბიზნესმენთა შორისა, რომლებმაც რუსული კანონის მიღების დროს ქართულ ოცნებას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი