ქუთაისში, თამარ მეფის გამზირზე, მე-9 სკოლის წინ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში ჭერი ჩამოინგრა. სამშენებლო მასალის ფრაგმენტები “გლოვოს” კურიერს დაეცა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს.
ნაგებობის მეორე სართულზე გასული წლის აპრილში ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგადაც შენობა ყოველდღიურად ნადგურდება. პერიმეტრის მიმდებარედ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მე-9 სკოლაა, თუმცა ადგილზე არანაირი უსაფრთხოების ნორმები არ არსებობს.