დიდუბეში, თბილისი - ბათუმის მატარებელი კაცს დაეჯახა

გამოქვეყნდა:

თბილისი - ბათუმის მატარებელი კაცს დაეჯახა. შემთხვევა დიდუბეში ცოტა ხნის წინ მოხდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. არსებული ცნობებით, კაცი ცოცხალია და მან დაზიანებები მიიღო. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. "მთავარი" ინფორმაციის გარკვევას შსს-სთან და "საქართველოს რკინიგზასთან" შეეცადა, თუმცა რკინიგზას ვერ დავუკავშირდით. შსს-ში კი ამბობენ, რომ ამ ეტაპზე არ აქვთ ინფორმაცია დაიწყო თუ არა გამოძიება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი